პრეზიდენტობის კანდიდატები - ვის აჩვენებენ ყველაზე ხშირად ტელევიზიით

წამყვანი ქართული ტელეარხები ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობენ ოპოზიციონერს და არა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს
Sputnik

ქართული ცენტრალური ტელეარხების უმრავლესობა საინფორმაციო გამოშვებებში ყურადღებას უთმობს გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს, ნათქვამია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის შუალედურ ანგარიშში.

ზურაბ ჯაფარიძე: „ჯიბეში მაქვს სამი ცალი ჯოინთი და ეს არის გასაღება...“ >>

კომისიამ ჩაატარა მონიტორინგი 28 აგვისტოდან 29 სექტემბრამდე პერიოდში. დაკვირვების ობიექტს წარმოადგენდა 42 ტელეარხი, 37 გაზეთი, რომლებიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და რადიომაუწყებლობის საერთო ლიცენზია გააჩნიათ.

საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც კენჭს იყრის 25 კანდიდატი, 28 ოქტომბერს გაიმართება.

გამოკითხვა „ოცნების“ შეკვეთით: საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გახდება

სოციოლოგიური კვლევებისა და ექსპერტების განცხადებით, მთავარი კონკურენტები არიან ვაშაძე, კანდიდატი პარტიიდან „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ დავით ბაქრაძე და დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ უჭერს.

საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი კანდიდატების სიაში ასევე იქნებიან პარლამენტის ექს-სპიკერი, პარტია „შენების მოძრაობის“ ლიდერი  დავით უსუფაშვილი, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი, „ახალი პოლიტიკური ცენტრ - გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.