სამეგრელოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს - დაკავებულია 2 პირი

ბრალდებულებს უვადო პატიმრობა ემუქრებათ
Sputnik

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შსს-მ  ნარკოდანაშაულისთვის ფონიჭალაში ერთი პირი დააკავა

სამართალდამცველებმა, 54 და 42 წლის ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის" 66 აბი, რაზეც დანიშნულია ექსპერტიზა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 260-ე მუხლით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.