ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონია

ლაშა ბექაურმა იაპონელ სანშირო მურაოს მოუგო
Sputnik

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ნასაუში (ბაჰამის კუნძულები) მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში შეჯიბრების ფინალში ბექაურმა იაპონელ სანშირო მურაოს სძლია. გამარჯვებისთვის ქართველ ძიუდოისტს მხოლოდ 37 წამი დასჭირდა.

ჩემპიონატის შეჯიბრების მესამე დღეს კიდევ ერთი, ამჯერად ბრინჯაოს მედალი საქართველოს ლუკა მაისურაძემ (-81 კგ) მოუტანა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მან ტაჯიკეთის წარმომადგენელს ჯაჰონგირ მაჯიდოვს მოუგო.

ქართველმა ძიუდოისტმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ამგვარად, საქართველოს ნაკრების აქტივში ახალგაზრდულ ჩემპიონატზე უკვე სამი მედალი აქვს. მანამდე 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი ჯაბა პაპინაშვილმა მოიპოვა.

ინდივიდუალური შეჯიბრების დასკვნით დღეს ძიუდოისტები გაათამაშებენ მედლებს 100 კგ-მდე და 100 კგ ზემოდ წონით კატეგორიებში. პირველ კატეგორიაში საქართველოს წარმოადგენენ ონისე სანებლიძე და ზაურ კენჭაძე, მეორეში - გელა ზაალიშვილი.

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ნასაუში 21 ოქტომბერს გუნდური შეჯიბრებებით დასრულდება.