საქართველო - რუსი ახალგაზრდების დასვენების საყვარელი ადგილი

ბოლო წლებში საქართველოში რუსი ტურისტების მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება
Sputnik

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს დედაქალაქი პირველ ადგილზეა ქალაქების რეიტინგში, რომლებიც პოპულარობით სარგებლობს რუსეთის ახალგაზრდობაში, იუწყება РИА Новости სამოგზაურო სერვის OneTwoTrip-ზე დაყრდნობით.

ტურიზმის ადმინისტრაცია: ბინების გაქირავებაზე გადასახადების დაწესება არ იგეგმება >>

ანალიტიკოსებმა შეისწავლეს ბოლო სამი წლის შეკვეთები, რომლებიც 18-დან 35 წლამდე ასაკის 4-9 მგზავრზე ავიაბილეთებს მოიცავს და გაარკვიეს, რომელ ქალაქებში ყველაზე ხშირად მიემგზავრებიან ტურისტები მეგობრებთან ერთად.

Discount Week: საქართველოში ფასდაკლებების კვირეული დაიწყო

მსგავსი დასვენებისთვის პოპულარობით მეორე ადგილზეა პრაღა, შემდეგ მოდის სტამბული.

საინტერესოა, რომ მხოლოდ ქალების და მხოლოდ მამაკაცების კომპანიების მოგზაურობების გეოგრაფიის ანალიზის შედეგად აშკარა განსხვავებები გამოვლინდა. ქალები ირჩევენ დასვენებას რომსა და პარიზში, მამაკაცები - ამსტერდამსა და მიუნხენში.

„რეიტინგის ყველა ქალაქი გამოდგება მეგობრებთან ერთად აქტიური და დატვირთული დასვენებისთვის. ზოგიერთ მათგანში დაფრინავენ ლოუკოსტერები, რაც ასეთ მოგზაურობას უფრო ხელმისაწვდომს ხდის. თანაც, მოგზაურობა კომპანიაში გაძლევს შესაძლებლობას დაზოგო საცხოვრებელზე ან მანქანის იჯარაზე“, - აცხადებს სერვისის განვითარების დირექტორი არკადი გინესი.

კირილ საფონოვი: ქართველები კიდევ უფრო შემიყვარდა >>

თანაც, აპარტამენტების ქირის ხარჯი თუ რამდენიმე ადამიანზე განაწილდება, ცხოვრების ღირებულება სასტუმროს ფასზე გაცილებით დაბალი გამოვა, ზოგჯერ კი ჰოსტელის ფასს გაუტოლდება.

საქართველოში ბოლო დროს ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება. 2018 წლის ცხრა თვეში საქართველოს 6,8 მილიონი უცხოელი ესტუმრა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს 11,2%-ით აღემატება.