ტრაგედია ხულოში: ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

გარდაცვლილებს შორის ერთი შშმ პირია.
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ხულოს მუნიციპალიტეტის ღორჯომის თემში ძლიერი ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

არსებული ინფორმაციით, სოფელ ჭახაურში რამდენიმე საათის წინ ორ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი ერთდროულად გაუჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილია 76 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მამკაცი და 20 წლამდე გოგო, რომელიც, სავარაუდოდ, ამ კაცის დახმარებას ცდილობდა, მაგრამ თავადაც დაიღუპა.

მუშტაიდის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა

საცხოვრებელ სახლებთან ერთად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დამხმარე შენობა-ნაგებობებიც დაიწვა. ღორჯომის თემის რწმუნებულის ინფორმაციით, ცეცხლი ლოკალიზებულია და სხვა საცხოვრებელს სახლებს საფრთხე აღარ ემუქრება.

ადგილზე ხულო-ქედა-შუახევის სახანძრო-სამაშველო ბრიგადები მუშაობენ.