თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ქართველი მოსწავლეების რეგისტრაცია ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის დაიწყება 1 ნოემბერს, 10:00 საათზე და დასრულდება 12 ნოემბერს 18:00 საათზე, ნათქვამია გამოცდებისა და შეფასების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.
ქართველი მოსწავლე მსოფლიოს უჭკვიანესი ბავშვების ოთხეულში მოხვდა>>
ოლიმპიადა წელიწადში ერთხელ მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე. მასში მონაწილეობა შეუძლიათ X-XII კლასელებს როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებიდან.
ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა სამი ტურისგან შედგება. უკვე ცნობილია პირველი ტურის განრიგი:
17 ნოემბერი - ქართული ენა და ლიტერატურა. ბიოლოგია
18 ნოემბერი - მათემატიკა. გერმანული ენა
24 ნოემბერი - ქიმია. ინგლისური ენა
25 ნოემბერი - ფიზიკა. ისტორია
1 დეკემბერი - ფრანგული ენა. რუსული ენა
2 დეკემბერი - გეოგრაფია
მეორე ტურში გადავლენ მოსწავლეები, რომლებიც პირველი ტურის შედეგად მაქსიმალურ ქულებს (60% და მეტი) დააგროვებენ. მესამე ტურში კი მეორე ტურის გამარჯვებულები გადავლენ.
ქართველი მოსწავლეები მათემატიკის საერთაშორისო ოლიმპიადიდან ექვსი მედლით დაბრუნდნენ>>
ოლიმპიადის მიზანია ნიჭიერი მოსწავლეების წახალისება, სასწავლო პროცესის სტიმულირება და საერთაშორისო ოლიმპიადებზე გასაგზავნი კანდიდატების გამოვლენა.
საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა საქართველოში 2009 წლიდან იმართება.