სანქტ–პეტერბურგთან პიროტექნიკის ქარხანა აფეთქდა–არიან დაღუპულები

ინციდენტს სირთულის მეორე კატეგორია მიენიჭა.
Sputnik

თბილისი,  19 ოქტომბერი — Sputnik.  სანქტ–პეტერბურგთან პიროტექნიკის ქარხანა „ავანგარდში“  აფეთქება მოხდა, განაცხადა РИА Новости–სთან რეგიონის ექსტრემალური  სამსახურის წარმომადგენელმა. 

ტრაგედია ხულოში: ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

აფეთქების დროს ქარხანაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, მათგან ორი დაიღუპა,  ორი დაზარალებული კი ნანგრევებიდან ამოიყვანეს.

 „შეიძლება ორი ან სამი ადამიანია ნანგრევების ქვეშ. მაშველები ტერიტორიის გასუფთავებას ცდილობენ“, – აცხადებენ საოლქო ადმინისტრაციაში.

ინციდენტს სირთულის მეორე კატეგორია მიენიჭა.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროში აღნიშნეს, მოხდა ტექნოლოგიური აფეთქება, ნაწილობრივ ჩამოინგრა ოთხი სართული.  ასევე აფეთქების დროს, შენობასთან ახლოს მდგომი სამი ავტომობილი დაიწვა.