უსუფაშვილი: პროკურატურას კიდევ ექნება რამე ოთხი წლის წინ თაროზე შემოდებული

საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, „შენების მოძრაობის“ ლიდერი და საპრეზიდენტო კანდიდატი დავით უსუფაშვილი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, მათ შორის ფარულ ჩანაწერებზე საუბრობს.
Sputnik

„ჩვენ ხვალ და ზეგ ერთად ცხოვრება გვინდა. (საპრეზიდენტო არჩევნებამდე) დარჩა 10 დღე და, როგორც ჩანს, ჩვენ დაგვრჩა 20 სერია სანახავი – 10 ერთი მხრიდან იქნება და 10 – მეორე მხრიდან. იმ პროკურატურას რამე კიდევ ექნება შემოდებული თაროზე ოთხი წლის წინანდელი და ახლა გვეტყვიან, გამოვიძიეთო“, – ამბობს დავით უსუფაშვილი.

პარლამენტის ექს-სპიკერის თქმით, ოპოზიცია ყოველთვის იმაზეა მომართული, რომ აკრიტიკოს ხელისუფლება, ხელისუფლება კი ზუსტად იმავე სტილით ატარებს საარჩევნო კამპანიას, როგორც ოპოზიცია.