ავტოავარია თერჯოლაში: მძიმედ დაშავდა ერთი ადამიანი

მიკროავტობუსის მძღოლი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
Sputnik

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახშირღელეში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ავტოავარიების რაოდენობა საქართველოში შვიდი პროცენტით გაიზარდა

ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ ქუთაისი–ზესტაფონის დამაკავშირებელ გზაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი „ოპელის" მარკის მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა.

ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა მიკროავტობუსის მძღოლი. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ავტოსაგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.