მოსკოვში მოდის კვირეულის Mercedes-Benz Fashion Week Russia სეზონი დასრულდა.
გასული კვირის განმავლობაში საკუთარი ახალი კოლექციები და აქსესუარები უჩვენა 175-მა რუსმა და უცხოელმა დიზაინერმა. მოდის კვირეულის ნამდვილ ჰიტად იქცა რუსული მოდის ლეგენდის ვიაჩესლავ ზაიცევის სპეციალური დახურული ისტორიული ჩვენება. დამსახურებულმა დიზაინერმა წარმოადგინა ისტორიული პროექტი "მემკვიდრეობა": 1997 წლის კოლექცია "რუსული სეზონები პარიზში", რომელიც მიეძღვნა Christian Dior-სა და New Look-ს.