თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მოჭადრაკე ქალთა კლუბი „ნონა" (ბათუმი) ევროპის კლუბური ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ჩემპიონატი ამ დღეებში საბერძნეთის ქალაქ პორტო-კარასში მიმდინარეობს.
ნახევარფინალში „ნონამ" 3:1 მოუგო რუსულ კლუბს СШОР. ლელა ჯავახიშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა პარტიები მოიგეს დინა ბალენკაიასთან და ელენა სემონოვასთან, ხოლო ნანა ძაგნიძემ და ნინო ბაციაშვილმა შეხვედრები ყაიმით დაასრულეს ანასტასია ბოდნარიუკთან და ევგენია ოვოდთან.
ფინალში, რომელიც 18 ოქტომბერს გაიმართება, ქართველი ქალების გუნდი შეხვდება პოლონეთის „მონტე-კარლოს", რომელმაც ნახევარფინალში რუსეთის Югра დაამარცხა.
საჭადრაკო კლუბი „ნონა" ევროპის თასის მოქმედი გამარჯვებულია. გასულ ტურნირზე ქალაქ ანტალიაში (თურქეთი) ფინალში ქართველებმა აზერბაიჯანის „ოდლარ იურდუ" ტაი-ბრეიკზე დაამარცხეს.