ბიულეტენებში მითითებული იქნება პრეზიდენტობის 25-ვე კანდიდატი

საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნის ბოლო ვადა სამშაბათს ამოიწურა.
Sputnik

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) დარეგისტრირებულ პრეზიდენტობის არც ერთ კანდიდატს თავისი კანდიდატურა არ მოუხსნია, შესაბამისად, ბიულეტენში მითითებული იქნება 25-ვე კანდიდატი, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე.

„ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 25 საპრეზიდენტო კანდიდატი დაარეგისტრირა, მათგან 19 წარდგენილია პოლიტიკური პარტიის, ხოლო 6 საინიციატივო ჯგუფის მიერ. კანდიდატურის მოხსნის კანონით დადგენილი ვადის ამოწურვამდე არც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადება ცესკოში არ შესულა. შესაბამისად, საარჩევნო ბიულეტენში შეყვანილი იქნება ყველა, 25-ვე რეგისტრირებული კანდიდატი", - განაცხადა მიქელაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის წინასაარჩევნო კამპანია დაიწუნა

საქართველოში ეს საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო პირდაპირი არჩევნები იქნება. ამჯერად ხალხის რჩეული ამ პოსტს ექვსი წლით დაიკავებს ხუთის ნაცვლად, როგორც ეს აქამდე იყო.

მმართველი პარტია მხარს პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს უჭერს. მისი მთავარი კონკურენტები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, არიან გაერთიანების „ძალა ერთობაშია" კანდიდატი, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი გრიგოლ ვაშაძე და პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" კანდიდატი დავით ბაქრაძე.

პირველ ტურში გამარჯვებისთვის კანდიდატმა უნდა მიიღოს არჩევნებზე მისული ამომრჩევლის ხმათა 50%-ზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური დაინიშნება.

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე ბიულეტენი ამგვარი იქნება:

№1მიხეილ ანთაძემოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის"
№2დავით ბაქრაძე„ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის"
№4ვახტანგ გაბუნია„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა"
№5გრიგოლ ვაშაძე„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"
№10შალვა ნათელაშვილი„ლეიბორისტული პარტია"
№13ზვიად მეხატიშვილი„საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია"
№17გიორგი ლილუაშვილი„საქართველო"
№18აკაკი ასათიანი„ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი"
№21კახა კუკავა„თავისუფალი საქართველო"
№22ოთარ მეუნარგია„მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს"
№23ირაკლი გორგაძე„მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის"
№25დავით უსუფაშვილი„თავისუფალი დემოკრატები"
№27ზვიად ბაღდავაძე„სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო"
№28მიხეილ სალუაშვილი„სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე"
№30ზვიად იაშვილი„ეროვნულ–დემოკრატიული პარტია"
№31თამარ ცხორაგაული „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა"
№35გელა ხუციშვილი„საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა"
№36ზურაბ ჯაფარიძე„გირჩი"
№40ლევან ჩხეიძე„ახალი ქრისტიან-დემოკრატები"
№48სალომე ზურაბიშვილისაინიციატივო ჯგუფი
№49ბესარიონ თედიაშვილისაინიციატივო ჯგუფი
№51გიორგი ანდრიაძესაინიციატივო ჯგუფი
№58კახაბერ ჭიჭინაძესაინიციატივო ჯგუფი
№62ვლადიმერ ნონიკაშვილისაინიციატივო ჯგუფი
№65თეიმურაზ შაშიაშვილისაინიციატივო ჯგუფი