სვანეთის მდინარეში რუსი ტურისტი დაიხრჩო

მთებში ექსტრემალური გართობა ტრაგედიით დასრულდა
Sputnik

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. რუსეთის ახალგაზრდა მოქალაქე ქალბატონი სვანეთში მდინარე მულხურაში დაიხრჩო, იუწყება პირველი არხი.

საქართველო „ემოციების სამშობლო“ – რა უნდა ვიცოდეთ ლაშქრობის შესახებ

ტელეკომპანიის მონაცემებით, უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 35 წლის ქალი მესტიაში მდინარეზე ჯომარდობაში იღებდა მონაწილეობას.

ტრაგედიის სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაში გადასვენებული. შსს-ში მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაკეთებულა.