ქართველმა ქალმა–მოჭადრაკეებმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვეს

კლუბი „ნონა“ ევროპის ჩემპიონატზე ლიდერობას ინარჩუნებს
Sputnik

თბილისი,  16 ოქტომბერი  — Sputnik.  ქართულმა საჭადრაკო კლუბმა „ნონამ" ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე, რომელიც ამ დღეებში ბერძნულ საკურორტო ქალაქ პორტო-კარასში იმართება, ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

„ნონამ“ მეოთხე ტურზე ფრანგული  „მიულუზ ფილიდორი“ ანგარიშით 3,5:0,5 დაამარცხა. ნინო ბაციაშვილმა, ბელა ხოტენაშვილმა და სალომე მელიამ თავიანთი პარტიები მოიგეს, საქართველოს ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ კი, რომელიც თეთრი ფიგურებით თამაშობდა, ჟოზეფინ ჰეინემანთან პარტია ფრე ანგარიშით დაასრულა. 

ქართველი ქალი-მოჭადრაკეები ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე ლიდერობენ

ამ გამარჯვების წყალობით, ქართველმა ქალმა–მოჭადრაკეებმა რვა ქულა მოიპოვეს და სატურნირო ცხრილში ლიდერი პოზიცია შეინარჩუნეს. ქულათა ასეთი რაოდენობა აქვს პოლონურ გუნდ „მონტე–კარლოს“, თუმცა, დამატებითი მაჩვენებლებით ქართველმა სპორტსმენებმა საკუთარი მოწინააღმდეგეები უკან ჩამოიტოვეს. ლიდერთა სამეულს იტალიური კლუბი „კაისა“ ასრულებს.

ტურნირის მეხუთე დღეს „ნონა“ უკრაინის გუნდს შეხვდება. განსაკუთრებით  საინტერესო  კლუბების ლიდერების  – ნანა ძაგნიძისა და მარია მუზიჩუკის პარტია იქნება.

ქალთა შორის ევროპის საკლუბო ჩემპიონატში 12 გუნდი მონაწილეობს. ტურნირი საბერძნეთში 19 ოქტომბრამდე გასტანს.