თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. მეტროს სადგურ „უნივერსიტეტიდან" „სადგურის მოედნის" მიმართულებით მოძრავი ხაზი დროებით შეჩერებულია, იუწყება ტელეკომპანია Pirveli TV.
თბილისის მერიამ მეტროში მგზავრთნაკადის მატებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო>>>
გავრცელებული ინფორმაციით, შეფერხების მიზეზად მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრავი ერთ-ერთი შემადგენლობის ტექნიკური გაუმართაობა სახელდება.
„მეტროსადგურ „წერეთელზე" ტექნიკური შეფერხების გამო აუცილებელი გახდა მატარებლის ჩიხში შეყვანა, რამაც გამოიწვია თბილისის მეტროს მეორე ხაზის დაკეტვა, მატარებლის ჩიხში შეყვანისთანავე მოხდება მოძრაობის აღდგენა", - აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.
შექმნილი პრობლემის აღმოსაფხვრელად ადგილზე უკვე იმყოფება ტექნიკური ჯგუფი.
საქართველოს დედაქალაქში მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში რიგით მეოთხე იყო მოსკოვის, ლენინგრადისა და კიევის შემდეგ.
თბილისის მეტროპოლიტენის ბოლო სადგური 2017 წლის ოქტომბერში გაიხსნა. ამჟამად თბილისში 23 მეტროს სადგური ფუნქციონირებს, რომელიც ორ ხაზზეა განლაგებული — ახმეტელი-ვარკეთილისა და საბურთალოს ხაზებზე. მეტროპოლიტენის ხაზების საერთო სიგრძე 57 კილომეტრია.