თბილისი, 15 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის შენახვა-გასაღების ფაქტზე აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
საგამოძიებო მოქმედების შედეგად ამოღებულია 617 ერთეული ყალბი 100-დოლარიანი კუპიურა.
უწყება არ აზუსტებს, აზერბაიჯანის მოქალაქე სად ახდენდა ყალბი ფულის რეალიზებას.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის დამზადებას ან გასაღებას და შვიდიდან ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.