ლიტერატურული პრემია „საბას“ 2018 წლის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

გამარჯვებულები 10 ძირითად ნომინაციაში დასახელდნენ
Sputnik

თბილისი, 13 ოქტომბერი  - Sputnik. ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზ Kaisersaal-ში ლიტერატურული პრემია „საბას“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საქართველომ ევროპისთვის საკუთარი კულტურის გაცნობის უნიკალური შესაძლებლობა მიიღო >>

გამარჯვებულები 10 ძირითად ნომინაციაში წარადგინეს, მათ შორის რამდენიმე ნომინაცია სპეციალურად ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსის ფარგლებში შეიქმნა.

საუკეთესო რომანისთვის დაჯილდოვდა  ლაშა ბუღაძე - „პატარა ქვეყანა”.

მუსიკა, სამზარეულო, ღვინო: რას წარადგენს საქართველო ფრანკფურტში

საუკეთესო პოეტური კრებული – ზურაბ რთველიაშვილი „შენ ხარ ვენახი“.

საუკეთესო პროზაული კრებული – ლევან მუსხელიშვილი „მოკლე მოთხრობები“.

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოენოვანი გამომცემლობა – გერმანული გამომცემლობა Mitteldeutcsheferlage.

ქართულ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის – რეზო გაბრიაძე.

ქართულ-გერმანულ ურთიერთობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დალი ფანჯიკიძის სახელობის პრემია – ნინო ხარატიშვილი.

ქართული ლიტერატურის საუკეთესო უცხოური კრიტიკა – შტილმან შპრეკერი.

საუკეთესო უცხოენოვანი თარგმანი – ეკატერინე ტეტი და იულია დენგი, რეზო ჭეიშვილის „ცისფერი მთები” გერმანულენოვანი თარგმანისთვის.

საუკეთესო უცხოენოვანი ნაწარმოების ქართული თარგმანი – დავით წერედიანი „ფაუსტი  II“.

საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა – ირმა ტაველიძე – „სტალინის ნაძვები და სხვა ტექსტები”.

მისაღები გამოცდები 2020 წლიდან ახლებურად ჩატარდება >>

ცერემონია წელს მეთექვსმეტედ ჩატარდა. 16 წლის განმავლობაში „საბა“ 140-ჯერ გაიცა 111 ავტორზე და 3400 წიგნი განიხილა.

ყოველწლიური ლიტერატურული კონკურსი „საბა" თიბისი ბანკმა 2003 წელს დააფუძნა.