ზუგდიდში მომხდარ ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დაღუპულის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
Sputnik

თბილისი, 13 ოქტომბერი  - Sputnik. ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი მსუბუქად დაშავდა.

ავარია ზუგდიდში – დაშავებულია სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი

დაღუპულის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. დაშავებულები კი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განცხადებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის მათ სამედიცინო კვლევები უტარდებათ.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი არ ორზე მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.