დაიწვა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სარეკლამო ნივთებით  დატვირთული ტრაილერი 

ზურაბიშვილის შტაბი მოუწოდებს  შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად გამოიძიოს ფაქტი და დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზები.
Sputnik

თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. ნატახტრის ტერიტორიაზე,  თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 28-ე კილომეტრზე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის სარეკლამო მაისურებით დატვირთულ ტრაილერს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება პოლიტიკოსის Facebook-გვერდი.

უსუფაშვილი: სალომე ზურაბიშვილი, მგონი, ნიკო ნიკოლაძეს გვარჩევინებს პრეზიდენტად

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი გადაჰქონდა ტვირთი თურქეთის რესპუბლიკიდან თბილისში, ლილოს ტერმინალის მიმართულებით.

„სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო სააგიტაციო ნივთებით, კერძოდ - სარეკლამო მაისურებით. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, - ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის შტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ზურაბიშვილის შტაბი მოუწოდებს  შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულად გამოიძიოს ეს ფაქტი და დაადგინოს ხანძრის გამომწვევი მიზეზები.