საქართველოს ბინადრობისა და მართვის ყალბი მოწმობები – დაკავებულია თურქეთის ორი მოქალაქე

ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტები თურქეთის მოქალაქეს 1,6 ათას დოლარად მიჰყიდეს.
Sputnik

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თაღლითობის მცდელობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება–გასაღების ფაქტებზე თურქეთის ორი მოქალაქე დააკვეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით კომპანიის დირექტორი დააკავეს

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა სპეციალური ტექნიკური საშუალებების გამოყენებით საქართველოს ბინადრობისა და მართვის ყალბი მოწმობები

დაამზადეს და თურქეთის მოქალაქეს 1,6 ათას დოლარად მიჰყიდეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტითა და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თაღლითობის მცდელობასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება–გასაღებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.