დუშეთში პენსიონერის დაყაჩაღების ფაქტი გახსნილია

დაკავებულს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით 23 წლის მამაკაცი დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ყაჩაღობა ქუთაისში: დაკავებულია 49 წლის მამაკაცი

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორხში 76 წლის პენსიონერს საცხოვრებელ სახლში ყაჩაღურად დაესხა თავს და ძალადობითა და მუქარით 9 ათასი ლარი წაართვა.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა და გატაცებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული რვიდან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.