თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. უახლოეს დღეებში სინოპტიკოსები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აცივებას, მაღალმთიან რაიონებში კი თოვლს პროგნოზირებენ.
ხუთშაბათს საღამოდან პარასკევს დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.
„5 - 6 ოქტომბერს ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს, ზოგან მოსალოდნელია ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3 – 4 ბალიანი ღელვა“, – ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს Facebook–გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
პარასკევს, დღის ბოლომდე მაღალმთიან რაიონებში თოვლია ნავარაუდევი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.