„ბაფთი“ – ბავშვების რჩეული ბრენდი მაღალი ხარისხით და დაბალი ფასით

ქართული საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ბაფთი“ ორმა სრულიად განსხვავებული პროფესიის მქონე მეგობარმა ნინუცა ცისკარიშვილმა და საკო დოლიძემ დააარსეს.
Sputnik

წლების განმავლობაში მეგობრები სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობდნენ, თუმცა ახლა მთელ დროს „ბაფთის“ უთმობენ, რომელიც სულ ახლახან გამოჩნდა ბაზარზე და მომხმარებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. „Sputnik–საქართველო“ „ბაფთის“ ერთ–ერთ დამფუძნებელს ნინუცა ცისკარიშვილს ესაუბრა.

– მე და საკო ბავშვობის მეგობრები ვართ. ჩვენთვის დიდი სიამოვნებაა ერთად მუშაობა. ფუნქციები ორივეს ერთნაირად გვაქვს გადანაწილებული. საკოს გამოცდილებას ბრენდინგში და სოციალური ქსელის მართვაში ვიყენებთ. ერთობლივი შეხედულებებით და ფანტაზიებით ვქმნით და ვყიდით ჩვენივე სიყვარულით შექმნილ კაბებს. პროფესიით არც მე და არც საკო არ ვართ დიზაინერები. სამწუხაროდ, კერვაც არ გვეხერხება, პროფესიონალების დახმარებით ვქმნით „ბაფთის“ კაბებს. ჩვენი პროფესია მარკეტინგი და გაყიდვებია, რაც დადებითად წაადგა ჩვენ წამოწყებულ საქმეს. ყველაფერს ჩვენით ვაკეთებთ კერვის გარდა, ვთანამშრომლობთ სამკერვალო სალონთან, ჩვენი დიზაინით და მათი დახმარებით ვქმნით ბავშვის ტანისამოსს.

„ბაფთი“ – ბავშვების რჩეული ბრენდი მაღალი ხარისხით და დაბალი ფასით

– სახელი „ბაფთი“ რატომ შეურჩიეთ?

– დიდი ხანი არ გვიფიქრია სახელზე, თავიდანვე ვიცოდით, რომ უნდა ყოფილიყო ბავშვური, თბილი და ლამაზი. ამ შემთხვევაში გამოვიყენეთ ულამაზესი დეტალი - ბაფთა. ვფიქრობ, ის მივიღეთ, რაც გვინდოდა. ყველას მოწონს და სახელიდან მოდის ის ხალისი, მრავალფეროვნება და სითბო, რაც „ბაფთიშია“ გაერთიანებული.

– მხოლოდ საბავშვო ტანსაცმელს კერავთ?

– ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო საბავშვო ტანსაცმლის, უფრო კონკრეტულად, ლამაზი, ხარისხიანი და ყველასთვის ხელმისაწვდომი კაბების შექმნა. საკოს კი სულ უნდოდა გაეკეთებინა საბავშვო აქსესუარები, რაც სულ მალე გვექნება და შევთავაზებთ ჩვენს პატარა მომხმარებლებს. ამ ორმა სურვილმა გაგვაერთიანა. წინ ძალიან ბევრი გეგმები გვაქვს, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ტანსაცმლის და აქსესუარების კუთხით ვმუშაობთ.

„ბაფთი“ – ბავშვების რჩეული ბრენდი მაღალი ხარისხით და დაბალი ფასით

– არასოდეს გიფიქრიათ სხვა ხაზის შექმნაზე?

– აქამდე მხოლოდ საბავშვო ხაზზე ვმუშაობდით, თუმცა უკვე დიდების ხაზზეც ვფიქრობთ. რა თქმა უნდა, ჯერ მხოლოდ „ბაფთის“ გარშემო ვტრიალებთ.

– სამოსი ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. როგორი ქსოვილით იკერება იგი, რით არის გამორჩეული სხვა ბრენდებისგან?

– ჯერ მხოლოდ საზაფხულო კოლექცია შევქმენით. რა თქმა უნდა, 100% ნატურალური და ანტიალერგიული ქსოვილისგან იკერება. ახლა ვმუშაობთ შემოდგომა-ზამთრის კოლექციაზე, რაც ასევე ნატურალური ქსოვილებისგან შეიკერება.

„ბაფთი“ – ბავშვების რჩეული ბრენდი მაღალი ხარისხით და დაბალი ფასით

– „ბაფთი“ უცხო ქვეყნებშიც გაგაქვთ გასაყიდად?

– დიდი მოთხოვნის მიუხედავად ჯერ საზღვარგარეთ ვარ გაგვიტანია, რადგან ადგილობრივ ბაზარზე ვახდენდით გაყიდვას და რაოდენობა შესაბამისი არ გვქონდა. ახლო მომავალში ვგეგმავთ უცხოურ ბაზარზე გასვლასაც.

– ტანსაცმლის დიზაინი ვის ეკუთვნის?

– ტანსაცმლის დიზაინს ჩვენ ვქმნით, თუმცა რამდენიმე კაბა მომხმარებელთან ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა. ხშირად გვიგზავნიან სასურველი დიზაინის კაბებს და გვიზიარებენ სურვილებს, სწორედ ამიტომ დაიბადა წამახალისებელი კონკურსის იდეა, რომელიც ახლა მიმდინარეობს. ბავშვები გვიგზავნიან საკუთარ ნახატებს, კაბის მოდელებს. პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული ფოტოების მიხედვით შეიქმნება „ბაფთის“ ახალი კაბა.

„ბაფთი“ – ბავშვების რჩეული ბრენდი მაღალი ხარისხით და დაბალი ფასით

– დიზაინის შექმნის დროს ხშირად კამათობთ, თუ თქვენი გემოვნება ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს?

– რაიმე კონკრეტული, რაც მხოლოდ ერთს მოგვწონს, ჯერ არ გაგვიკეთებია. ჩვენი აზრები ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს და ერთობლივად  ვქმნით ტანსაცმლის დიზაინს, შემდეგ ვანდობთ ჩვენს მეთარგეს და ვამზადებთ ნიმუშებს. ამის შემდეგ საბოლოო ვარიანტს ვკერავთ, ვაწყობთ ფოტოსესიებს და ვდებთ ჩვენ ფეისბუქ-გვერდზე.

– რამდენად რთული იყო ბაზარზე გასვლა?

– ბაზარზე გასვლა არ ყოფილა ჩვენთვის რთული. დაწყების დღიდან დიდი მოთხოვნა და ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა, რამაც დიდი სტიმული მოგვცა.

„ბაფთი“ – ბავშვების რჩეული ბრენდი მაღალი ხარისხით და დაბალი ფასით

– რა ღირს თქვენი შექმნილი სამოსი?

– ჩვენთან ფასები 30 ლარიდან იწყება და 70 ლარამდე მერყეობს.

– როგორ ფიქრობთ, რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

– „ბაფთის" წარმატების საიდუმლო თავად ბავშვები და მათი სურვილების ახდენაა, ჩვენ კი ყველანაირად ვეცდებით, რომ ნელ-ნელა ეს ოცნებები „ბაფთისთან“ ერთად რეალობად ვაქციოთ.

„ბაფთი“ – ბავშვების რჩეული ბრენდი მაღალი ხარისხით და დაბალი ფასით

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ამ ეტაპზე ვმუშაობთ ახალ კოლექციაზე და გვსურს ჩვენივე საკუთარი სამკერვალო გავხსნათ. ასევე ვგეგმავთ ჩვენი პროდუქციის სტენდის დადგმას სავაჭრო ცენტრებში. ვცვლით შეფუთვას და ვგეგმავთ ბევრ საინტერესო პროექტს. „ბაფთი“ მხოლოდ ტანსაცმლით არ გაანებივრებს თავის პატარა მომხმარებელს, ძალიან ბევრ აქტივობას და თამაშს შესთავაზებს ახლო მომავალში.

ჩვენ ერთად გავალამაზებთ ბავშვობას.