„სპექტაკლი „გადაგდებული პორტრეტი“ სხვადასხვაგვარი სიყვარულის ამბავია და ამასთანავე ერთგულების, ძიების, წარსულსა და აწმყოს შორის გაბმულ უწვრილეს ხიდზე წონასწორობის შენარჩუნების ისტორიაც“, – განუცხადა „Sputnik-საქართველოს“ ვახტანგ ბერიძემ.
ვახტანგ ბერიძე – რეჟისორი, ლიტერატურული ფესტივალის „ზე-კართან“ დამფუძნებელი და დირექტორი. ეს სპექტაკლი ვახტანგ ბერიძისთვის მესხეთის თეატრში შემოქმედებითი საქმიანობის მეორე შემთხვევაა – 2013 წელს მან დათო ტურაშვილის „დოდოს მოლოდინში“ დადგა, რომელიც მაყურებლების საყვარელ სპექტაკლად იქცა.