საზღვაო–მაშველების რიგებს მალე ქალები დაიკავებენ

საზღვაო სეზონზე საქართველოს სანაპირო ზოლზე მაშველები მორიგეობენ, რომელთა რიგებშიც  მხოლოდ მამაკაცები არიან.
Sputnik

თბილისი,  30 სექტემბერი – Sputnik.  შავი ზღვისპირეთში მაშველთა ჯგუფები 2019 წლიდან ქალებით შეივსება, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის Facebook–გვერდზე. 

მაშველებმა შავ ზღვაზე 8 ადამიანი გადაარჩინეს

საზღვაო სეზონზე საქართველოს სანაპირო ზოლზე მაშველები მორიგეობენ, რომელთთა რიგებშიც  მხოლოდ მამაკაცები არიან.

 „მომავალი წლიდან ქალებს პირველად მიეცემათ საშუალება, საზღვაო მაშველები გახდნენ", – განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა შალვა ხუციშვილმა.

წლევანდელ სეზონზე მაშველებმა დაახლოებით  400 დამსვენებელი  გადაარჩინეს.  1–17 სექტემბრის პერიოდში კი შავი ზღვის სანაპიროზე 31 საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა.