გორში სახალხო დღესასწაულს ზეიმობენ

ქალაქში დილიდან სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება მიმდინარეობს
Sputnik

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. გორი ქალაქის სახალხო დღესასწაულს აღნიშნავს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

ანსამბლი „სუხიშვილები“ ბოლნისქალაქობაზე გამოვა

ღონისძიებები ქალაქში სამ ადგილას - კირიონ II-ის ქუჩაზე, შადრევანისა და ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტარდება.

მიმდინარეობს ადგილობრივი ღვინის, თაფლის, ყველის, ჩირის, ყვავილების გამოფენა-გაყიდვა. წარმოდგენილია ხალხური რეწვის ოსტატების, მხატვრების ნამუშევრები, მუზეუმების გამოფენები.

ქალაქში ტარდება სპორტული ასპარეზობები და სპეციალური ღონისძიებები ბავშვებისთვის.  

საღამოს დაგეგმილია შიდა ქართლის საიმიჯო კლიპის პრეზენტაცია და კონცერტი, რომელსაც ფოიერვერკით  დაასრულებენ.