დღეს ენების ევროპული დღე აღინიშნება

საქართველოში ამ დღეს უკვე მეშვიდედ აღნიშნავენ.
Sputnik

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. დღეს საქართველოში და ევროსაბჭოს წევრ 47 ქვეყანაში ენების ევროპული დღე აღინიშნება, იუწყებიან ორგანიზატორები.

საქართველო მსოფლიოს უძველესი ცივილიზაციების სამეულში შევიდა

ენების ევროპული დღე სექტემბრის ბოლო კვირა დღეს აღინიშნება. ღონისძიება ევროკავშირის კულტურულ ინსტიტუციათა გაერთიანების (EUNIC -European Union National Institutes for Culture) ორგანიზებით იმართება. თბილისში ენების ევროპულ დღეს გოეთეს ინსტიტუტი მასპინძლობს.

საქართველოში ამ დღეს უკვე მეშვიდედ აღნიშნავენ.

გოეთეს ინსტიტუტში 8–18 წლამდე მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი პროგრამა შემუშავდა.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ღონისძიების განსაკუთრებული სტუმარია ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე, რომელიც მშობლებისთვის გამართავს ლექციას თემებზე: „მოტივაციის როლი სწავლა-სწავლების პროცესში“ და „უცხოური ენის შესწავლის დასაწყებად ოპტიმალური ასაკი და აუცილებელი წინაპირობები“.