ცაგერში საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე სათავსო დაიწვა

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
Sputnik

თბილისი,  30 სექტემბერი – Sputnk.  ცაგერში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე,  საცხოვრებელი სახლის გვერდით მდებარე სათავსო დაიწვა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

აბაშვილის ქუჩაზე დაკვამლიანების შედეგად ხუთმა ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო

უწყების ინფორმაციით, დამწვარია 30 კვადრატული მეტრი  ფართობი ტერიტორია.

ხანძრის სალიკვიდაციო ოპერაციაში  ორი  სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი,  ჯერჯეობით,  უცნობია.