ფიგურული მოციგურავეების ქართულმა წყვილმა იუნიორთა გრან პრიზე ვერცხლის მედლები მოიპოვა

მარია კოზაკოვამ და გიორგი რევიამ 154.17 ქულა დააგროვეს და ვერცხლის მედლები დაიმსახურეს.
Sputnik

 

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik.  ჩეხეთის ქალაქ ოსტრავაში, ფიგურულ ციგურაობაში მიმდინარე ახალგაზრდულ ტურნირზე, საქართველოს სახელით მოასპარეზე წყვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ფიგურული მოციგურავეების ქართულმა წყვილმა იუნიორთა გრან პრიზე ვერცხლის მედლები მოიპოვა

მარია კაზაკოვას და გიორგი რევიას წყვილმა  154.17 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიმსახურა. ქართული წყვილი მხოლოდ რუსულ წყვილს, ელიზავეტა ხუდაბერდიევასა და ნიკიტა ნაზაროვს ჩამორჩნენ, რომლებმაც ოქროს მედლები მოიპოვეს.

რაც შეეხება ბრინჯაოს მედლებს - ასევე რუს წყვილს, დაიანა დევისსა და გლებ სმოლკინს ხვდათ წილად.

კაზაკოვასა და რევიას წყვილმა გაზაფხულზე მსოფლიო ჩემპიონატზე მე-9 ადგილი აიღო.