თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დღეს ბათუმში ის მაშველები დააჯილდოვა, რომლებმაც ზღვაში შტორმის დროს ადამიანები გადაარჩინეს, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წარმატებულ მაშველებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
2018 წელს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა საზღვაო სეზონზე 400-მდე ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.
ამ დროისთვის აჭარის სანაპირო ზოლში 122 მაშველი მუშაობს.
ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის ბათუმში მაშველები დააჯილდოეს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის შალვა ხუციშვილის განცხადებით, მომავალი წლიდან მაშველების სოციალური პირობები გაუმჯობესდება და ქალებს პირველად მიეცემათ შესაძლებლობა, საზღვაო მაშველები გახდნენ.