„აისი კოინი“ — დახარჯეთ ქართული კრიპტოვალუტა რესტორნებსა და კაფეებში

რამდენიმე იურიდიულმა პირმა გადახდის საშუალებად კრიპტოვალუტის, კონკრეტულად კი, „აისი კოინის“ მიღება გადაწყვიტა.
Sputnik

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. თბილისის კვების ობიექტების ერთ ნაწილში მალე  მომსახურების საფასურის გადახდა ქართული კრიპტოვალუტა AISI Coin-ითაც იქნება შესაძლებელი, განუცხადა Sputnik-საქართვერლოს კომპანია „ლუნა გრუპის“ დამფუძნებელმა გიორგი შერვაშიძემ. 

არჩევნები ბლოკჩეინ ტექნოლოგიებით – უტოპია თუ რეალობა

AISI Coin-ი „ლუნა გრუპის“ მიერ შექმნილი ქართული კრიპტოვალუტაა, რომლის გამომუშავებაც „მაინინგით“ არ ხდება. ეს ვირტუალური ფული საერთაშორისო ბირჟაზე უკვე გავიდა და  იქიდან გამომდინარე, რომ ახალია, ჯერ-ჯერობით  ძალიან იაფიც ღირს.

შემქმნელების ცნობით,  AISI Coin-ი საკმაოდ კარგი ტექნიკური პარამეტრებით გამოირჩევა.  ის ბევრად უფრო სწრაფია, ვიდრე  ბიტკოინი, რომელსაც ტრანსაქციების განსახორციელებლად  რამდენიმე საათი ან დღეც კი სჭირდება, ქართული  AISI Coin -ი ამას  ძალიან სწრაფად, ფაქტობრივად, წამებში  ახერხებს.  

 „პირველად საქართველოში რამდენიმე იურიდიულმა პირმა გადახდის საშუალებად კრიპტოვალუტის, კონკრეტულად კი, „აისი კოინის“ მიღება გადაწყვიტა. პირველი მათგანი რესტორანი „საბატონი“ აღმოჩნდა, რომლის ადმინისტრაციამ ძალიან სერიოზული და ვფიქრობ, მათთვის და მათი მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა“, — აღნიშნა გიორგი შერვაშიძემ.

მისი თქმით, დაინტერესება კიდევ რამდენიმე ორგანიზაციამ გამოთქვა, რომელთა შორის იურიდიული დახმარების ბიურო და სამშენებლო კომპანიებიცაა. 

ქართული კრიპტოვალუტა AISI Coin-ით  ანგარიშსწორება კვების ობიექტებში  1 ოქტომბრიდან გახდება შესაძლებელი. 

რამდენ ბიტკოინად შეიძენთ ბინას თბილისში

შესაბამისი შეთანხმება რესტორნის ადმინისტრაციასა და „ლუნა გრუპის“ დამფუძნებლებს შორის უკვე მიღწეულია და მისი ოფიციალურად ხელმოწერის ცერემონია  საშშაბათს,  2 ოქტომბერს არის დაგეგმილი.

გიორგი შერვაძშიძის ცნობით, გადახდა მოხდება QR კოდით, ანდროიდის ტელეფონით.

„მზადდება აპლიკაცია აიფონის მომხმარებლებისთვისაც. ანუ მარტივი სკანირების საფუძველზე იქნება საშუალება, განხორციელდეს გადახდის პროცესი. მალე დავამზადებთ ბარათებსაც და ჩვენი  მომხმარებლები, უკვე ამ ბარათებით სარგებლობასაც შეძლებენ“, — განაცხადა „ლუნა გრუპის“ დამფუძნებელმა გიორგი შერვაშიძემ.

 „ლუნა გრუპსა“ და რამდენიმე კვების ობიექტს  შორის სამშაბათს  შესაბამისი შეთანხმებების გაფორნებების შემდეგ კი  ამ პროცესში უკვე  იურიდიული პირებიც ჩაერთვებიან. 

გაიყიდება თუ არა ქართული კრიპტოვალუტა საერთაშორისო ბირჟებზე

ამ ეტაპზე  ქართულ კრიპტოვალუტა „AISI Coin”-ს 3000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. 

მართალია საქართველოს კანონმდებლობა არ არეგულირებს ვირტუალურ ვალუტასთან დაკავშირებულ საქმიანობას და კრიპტოვალუტა არ წარმოადგენს ქვეყანაში გადახდის კანონიერ საშუალებას, მაგრამ ფიზიკურ პირებს შორის ვირტუალური ფულით ანგარიშსწორება მაინც ხდება და ეს იგივეა, რაც, მაგალითად, ბარტერი.

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად კი , ბლოკჩეინ-ტექნოლოგიები საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული. ამასთან, საქართველო მსოფლიოში კრიპტოვალუტის მესამე უდიდესი მომპოვებელია და წარმოადგენს ერთ-ერთი უდიდესი მომპოვებელი კომპანიის სამშობლოს. კრიპტოვალუტის მოპოვებაში ან ინვესტირებაში საქართველოში შინამეურნეობის დაახლოებით 5 პროცენტია ჩართული. საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ კრიპტოვალუტის მოპოვების ფართოდ გავრცელება მნიშვნელოვნად განპირობებულია საგადასახადო შეღავათებითა და ელექტროენერგიის დაბალი ფასით.