„შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ განსაკუთრებულად ცუდად არ მიგრძვნია თავი, არც დეპრესია მქონია. სკოლის დამთავრების შემდეგ დავამთავრე თბილისის სასულიერო სემინარია და აკადემია, ხელოვნებათმცოდნე ვარ. გარდა ამისა აქტიურად ვარ ჩართული სპორტში. ვვარჯიშობ პარა-ტაეკვანდოში. სპორტის ეს სახეობა სულ ახლახან ჩამოყალიბდა და ველით წინსვლას, იგეგმება გასვლები, იმედი მაქვს, ყველაფერი სასიკეთოდ წარიმართება“, – ამბობს გიორგი ხიზანიშვილი.
ამასთან ხიზანიშვილმა სამ ადგილზე გაიარა სტაჟირება. დადის საჯარო ლექციებზე და საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში. უპრობლემოდ მოიხმარს კომპიუტერს. გატაცებულია ფოტოგრაფიით და ხშირად დადის ლაშქრობებში.