უილ სმიტმა 50 წლის იუბილე განსაკუთრებულად აღნიშნა

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა და რეპერმა უილ სმიტმა 50 წლის იუბილე ვერტმფრენიდან გადმოხტომით აღნიშნა
Sputnik

ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა და რეპერმა უილ სმიტმა 50 წლის იუბილე ვერტმფრენიდან გადმოხტომით აღნიშნა.

მსახიობმა Youtube-ს საკუთარ არხზე პირდაპირ ეთერშიც უჩვენა, თუ როგორ ჩაატარა ტრიუკი, რომელსაც, ალბათ, დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა.

როგორც მოგვიანებით შთაბეჭდილებების გაზიარებისას გაირკვა, უილ სმიტს „ასე არასდროს შეშინებია“.