საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მსოფლიოს ერთ–ერთ საუკეთესო ბანკირად დაასახელეს

დაჯილდოება მსოფლიო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ შეხვედრაზე გაიმართება, რომელიც ინდონეზიაში ოქტომბრის შუა რიცხვებში ჩატარდება.
Sputnik

თბილისი, 26 სექტემბერი – Sputnik. მსოფლიოს წამყვანმა ფინანსურმა გამოცემამ Global Finance საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2018 წელს ცენტრალური ბანკების საუკეთესო მმართველთა შორის პირველად დაასახელა, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში

Global Finance ყოველწლიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით აფასებს მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მმართველებს და აქვეყნებს წლიურ ანგარიშს, რომელშიც საუკეთესო ბანკირებს ავლენს.

პრემიერმა ეროვნული ბანკი უმოქმედობისთვის შეაქო

Global Finance-ის დაჯილდოება დიდად აღიარებულია საერთაშორისო ფინანსურ საზოგადოებაში და დაჯილდოებული პირების წარმატებულ საქმიანობასა და ბანკების მაღალ რეპუტაციაზე მიუთითებს. ბანკირებს აფასებენ წარმატებებით მონეტარული და სავალუტო პოლიტიკის მიმართულებებით, მათ შორისაა ინფლაციის კონტროლი, საპროცენტო განაკვეთების მართვა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა.

გვენეტაძემ გამოცემის ექსპერტებისგან ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო და, ამგვარად, ბანკების მმართველთა ელიტურ კლუბში მოხვდა.

ინდონეზიაში 13 ოქტომბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართება ცენტრალური ბანკების 18 საუკეთესო მმართველის დაჯილდოება. ღონისძიებაზე მიწვეულია კობა გვენეტაძეც.

სულ Central Banker Report Cards-ში შეაფასეს 90 ბანკირი (85 ქვეყნიდან და 5 რეგიონული ცენტრალური ბანკის).

მევახშეობის „გედის სიმღერა“...>>

„ცენტრალური ბანკების მმართველები სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან... ჩვენი შეფასებები ავლენს სახელმწიფო ფინანსური სექტორის იმ ლიდერებს, რომლებიც აღნიშნული გამოწვევების ფონზე ინარჩუნებენ სადავეებს და წინ მიიწევენ, მაგრამ ასევე მათაც, ვისაც უჭირს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცვლილებებთან შეგუება“, – განაცხადა გამოცემის მთავარმა რედაქტორმა ჯოზეფ ჯარაპუტომ.