თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში 72 წლის მამაკაცი ჭაჭით სავსე აუზში ჩავარდა და ადგილზე გარდაიცვალა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
მამაკაცი ოთხი მეტრის სიღრმის ავზში დასადუღებლად დაყენებული ჭაჭის ამორევას ცდილობდა.
ადგილზე ექსპერტ- კრიმინალისტები მუშაობენ, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ეს კახეთში სექტემბრის თვეში ჭაჭით სავსე ავზში ჩავარდნის უკვე მეორე შემთხვევაა.
20 სექტემებრს გურჯაანში ღვინის კომპანია „მეღვინეობა ხარებაში“ შუახნის მამაკაცი ჭაჭით სავსე ავზში ჩავარდა.