საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია დასრულდა

დარეგისტრირებულ კანდიდატს არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 დღისა უფლება აქვს საკუთარი კანდიდატურა მოხსნას.
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საპრეზიდენტო კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა – ქვეყნის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 28 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 46 პრეტენდენტიდან 25 კანდიდატი დაარეგისტრირა, განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე. 

საქართველოს პრეზიდენტის ხმის მიცემა 40 ქვეყანაში იქნება შესაძლებელი

მისი სიტყვებით, 25–დან 19 კანდიდატი პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს, ექვსი კი – საინიციატივო ჯგუფებმა.

„კანონმდებლობის თანახმად, რეგისტრირებულ საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნებამდე არაუგვიანეს 12 დღისა (16 ოქტომბრის ჩათვლით) აქვს უფლება წერილობითი განცხადებით მომართოს ცესკოს და მოხსნას საკუთარი კანდიდატურა. აღნიშნული ვადის ამოწურვის შემდეგ ყველა საპრეზიდენტო კანდიდატი შეყვანილი იქნება საარჩევნო ბიულეტენში“, – განაცხადა მიქელაძემ.

მთლიანობაში ცესკოს რეგისტრაციისთვის 46-მა სუბიექტმა მიმართა, აქედან 26 საინიციატივო ჯგუფებმა წარმოადგინეს, 20 კი პოლიტიკურმა პარტიებმა.

21 კანდიდატობის მსურველს სხვადასხვა სამართლებრივი საფუძვლების გამო უარი ეთქვა კანდიდატად რეგისტრაციაზე.

2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დარეგისტრირებული კანდიდატების სია:

1. მიხეილ სალუაშვილი - „სამართლიანობის აღდგენის კავშირი ხმა ერისა: უფალია ჩვენი სიმართლე" N28

2. გიორგი ლილუაშვილი - „საქართველო" N17

3. ზვიად ბაღდავაძე -„სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველო" N27

4. ვახტანგ გაბუნია - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" N4

5. ლევან ჩხეიძე - „ახალი ქრისტიან-დემოკრატები" N40

6. შალვა ნათელაშვილი — „ლეიბორისტული პარტია" N10

7. კახაბერ ჭიჭინაძე — საინიციატივო ჯგუფი N58

8. დავით ბაქრაძე — „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის" N2

9. ზვიად იაშვილი — „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია" N30

10. დავით უსუფაშვილი — „თავისუფალი დემოკრატები" N25

11. კახა კუკავა — „თავისუფალი საქართველო" N21

12. გელა ხუციშვილი - „საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა" N35

13. სალომე ზურაბიშვილი  — საინიციატივო ჯგუფი N48

14. ზვიად მეხატიშვილი - „საქართველოს ქრისტიან-კონსერვატიული პარტია" N13

15. თეიმურაზ შაშიაშვილი — საინიციატივო ჯგუფი N65

16. თამარ ცხორაგაული - „თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა" N31

17. აკაკი ასათიანი — „ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი" N18

18. ბესარიონ თედიაშვილი — საინიციატივო ჯგუფი N49

19. ზურაბ ჯაფარიძე — „გირჩი" N36

20. ვლადიმერ ნონიკაშვილი — საინიციატივო ჯგუფი N62

21. ირაკლი გორგაძე — „მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" N23

22. გრიგოლ ვაშაძე — „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" N5

23. მიხეილ ანთაძე — მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" N1

24. გიორგი ანდრიაძე — საინიციატივო ჯგუფი N51

25. ოთარ მეუნარგია — „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" N22