სამგორის რაიონში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

მეხანძრეებმა უსაფრთხოების მიზნით კორპუსიდან მოსახლეობა გამოიყვანეს.
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. თბილისის ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ორი ოთახი დაიწვა, ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ხანძარი ცოტა ხნის წინ ისანი-სამგორის რაიონში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მეხუთე სართულზე გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 40 კვადრატული მეტრი ფართობი.

უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელი სახლიდან მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი ამჟამად ლიკვიდირებულია.

ხანძრის ჩასაქრობად ადგილზე მუშაობდა ექვსი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.