კათოლიკოს–პატრიარქის ნათლული კიდევ 620 ბავშვი გახდება

ბავშვების საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება.
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. სამების საკათედრო ტაძარში რიგით 55–ე საყოველთაო ნათლობა სამშაბათს გაიმართება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს საპატრიარქოზე დაყრდნობით. 

ილია მეორე სასულიერო პირებს: თავი შეიკავეთ არაკორექტული განცხადებებისგან

ნათლობის ცერემონია დღის მეორე ნახევარში დაიწყება. ამჯერად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ნათლული 620 ბავშვი გახდება. ილია მეორე საკუთარ ნათლულებს დალოცავს.

დღესთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს 36,1 ათასი ნათლული ჰყავს, რომლებიც ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს ჩატარდა. უწმინდესის ინიციატივის მთავარი მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.