თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პირველი ჩოგანის ნიკოლოზ ბასილაშვილის პოზიცია АТР-ს რეიტინგში ოთხი საფეხურით გაუარესდა. ის ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ჩოგბურთელების სიაში 35-ე ადგილს იკავებს.
ქართველი ჩოგბურთელის უმნიშვნელო რეგრესი საფრანგეთის ტურნირზე Moselle Open მარცხს უკავშირდება – მან ვერ შეძლო ნახევარფინალში გასვლა და თავისი სარეიტინგო ქულების დაცვა.
მას მეოთხედფინალში იაპონელი კეი ნისიკორი (АТР-ს რეიტინგში მე-12 პოზიცია) დაუპირისპირდა. ქართველი სპორტსმენი სამ სეტში 6:3, 4:6, 6:4 დამარცხდა.
თუმცა, ბასილაშვილს დაკარგული პოზიციების დაბრუნების შანსი ამ კვირაში აქვს. ქართველი ჩოგბურთელი მონაწილეობას მიიღებს ტურნირში АТР 250 სერიიდან ჩენდუში (ჩინეთი), სადაც გამოსვლას 1/8-ის სტადიიდან დაიწყებს. შემდეგ რაუნდში გადასვლის შემთხვევაში ბასილაშვილი გააუმჯობესებს თავის გასული წლის მაჩვენებლს შეჯიბრებებზე და დამატებით სარეიტინგო ქულებს გამოიმუშავებს.
მისი პირველი მეტოქე ჩინეთში არგენტინელი გვიდო პელიასა (59) და ამერიკელი სემ კუერის (58) დაპირისპირებაში გამარჯვებული გახდება.
Chengdu Open 30 სექტემბრამდე გაგრძელდება. ტურნირის საერთო საპრიზო ფონდი თითქმის 1,2 მილიონი აშშ დოლარია. მოქმედი გამარჯვებულია უზბეკი დენის ისტომინი.