აბაშვილის ქუჩაზე დაკვამლიანების შედეგად ხუთმა ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო

ადგილზე არსებული ძლიერი დაკვამლიანების გამო მეხანძრე–მაშველებმა  საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს.
Sputnik

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. სამგორში ერთ–ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად ხუთმა ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო, განუცხადეს  „Sputnik -საქართველოს“  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ისანი-სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეხუთე სართულზე ხანძარი დღეს, დღის მეორე ნახევარში გაჩნდა. წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 40 კვადრატული მეტრი ფართობი. 

სამგორის რაიონში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

ადგილზე არსებული ძლიერი დაკვამლიანების გამო მეხანძრე–მაშველებმა  საცხოვრებელი კორპუსიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით,  დაზარალებულებს სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწიათ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ინფორმაციით კი  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ორი ადამიანი ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანა.

შემთხვევის ადგილზე  ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.