ოდა გულგრილი ამომრჩევლისთვის – რას გვპირდებიან პრეზიდენტობის კანდიდატები

ბრძოლა გაჭირვებასთან,  ეკლესიის როლის გაძლიერება, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების გაერთიანება, უცხოეთში სწავლის დაფინანსება – რას გვპირდებიან საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები
Sputnik

ამჯერად პრეზიდენტობის კანდიდატებს რთული დავალების შესრულება მოუწევთ, რათა ამომრჩევლის მხარდაჭერა მოიპოვონ. მრავალრიცხოვანმა სოციოლოგიურმა კვლევებმა აჩვენეს, რომ საქართველოში მოსახლეობა პოლიტიკური პროცესებისადმი იმდენად გულგრილი გახდა, რომ სახელმწიფოს მომავალი მეთაურისთვის მხარდასაჭერად არჩევნებზე წასასვლელად მზად არიან  მხოლოდ პარტიის  გულმხურვალე მომხრეები ან სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის მოსურნენი. დანარჩენები მზად არიან საკუთარი აქტივობა, მაგალითად, სახლში ტელევიზორთან გამოხატონ.

საქართველოს პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს>>>

მოსახლეობის არჩევნებისადმი დამოკიდებულებას არ ცვლის არც კანდიდატების სიმრავლე და არც  ის, რომ მას ბოლო შანსი აქვს აირჩიოს ქვეყნის პრეზიდენტი.

ამ არჩევნებმა კანდიდატების სიმრავლით ყველა რეკორდი მოხსნა – ხალხის ბოლო რჩეული 44 ადამიანს უნდა გახდეს – ერთ კანდიდატზე  საშუალოდ 78,1 ათასი ამომრჩეველი მოდის. 

ოდა გულგრილი ამომრჩევლისთვის – რას გვპირდებიან პრეზიდენტობის კანდიდატები

კანდიდატების ყველა დაპირება, მიუხედავად განსხვავებული ფორმულირებისა, შეიძლება დაიყოს კლასიკურ, წლიდან წლამდე განმეორებად და ორიგინალურ ფორმულირებად.

არჩევნების კლასიკა

გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდა თაობა არჩევნებს ყველა მეტად იგნორირებას უწევს, ხმის მისაცემად კი ბებია–ბაბუები დადიან, პრეზიდენტობის კანდიდატების ნაწილმა ტრადიციულ მეთოდს მიმართა – პენსიების მომატება. თუმცა, ამ მიმართულებითაც კონკურენცია შესამჩნევია, ამიტომ უფრო მეტად იმ კანდიდატის დაპირება გაჭრის, რომელიც უფრო მეტ თანხას დაასახელებს.

პენსიონერებს კი არჩევანი აქვთ – მათი ხმების „ფასი“ 300–დან 1 ათას ლარამდე მერყეობს. 

ცესკომ და შსს-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

ახალი რეალობიდან გამომდინარე, პენსიის ზრდა შეიძლება მხოლოდ მათ აღელვებთ, ვინც 40 წელს ზემოთაა. დანარჩენები 2019 წლის 1 იანვრიდან პენსიისთვის თანხას თავად შეაგროვენებ.

კიდევ ერთი კლასიკური დაპირება – ყველაზე შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება. თანხის ოდენობა ამ შემთხვევაშიც განსხვავებულია, გამომდინარე კანდიდატის წინასაარჩევნო ხელგაშლილობიდან.

ამასთან, პრეზიდენტობის კანდიდატებს არ დავიწყებიათ კომუნალური ტარიფების დაწევის დაპირება.

რათა დავიმახსოვროთ!

რა თქმა უნდა, მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებებით კანდიდატის დამახსოვრება მარტივი არაა, ამიტომ კანდიდატებმა ფანტაზია ჩართეს.

ყველაზე ამბიციურები მსოფლიოში – საქართველო ახალი რეალობის წინაშე>>>

ლილუაშვილი გეგმავს საქართველოში გაჭირვების წინააღმეგ ბრძოლას  და ქვეყანაში ეროვნული იდეების წინა პლანზე წამოწევას. 

მიხეილ (გელა) სალუაშვილი არჩევნებში  გამარჯვების შემთხვევაში პოლიტიკურ პროცესებში ეკლესიის გავლენის გაძლიერებას გეგმავს.

დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ უჭერს, მოხუცებულთა და ბავშვთა სახლების გაერთიანებას გეგმავს, რათა ხანდაზმულებმა საკუთარი ცხოვრებისეული გამოცდილება მომავალ თაობას გაუზიარონ. გარდა ამისა, იგი გეგმავს ქალთა უფლებების დაცვას და მთავრობასა და ხალხს შორის ერთგვარი ხიდის გადებას.

ქვეყნის მთავარი ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი აპირებს  უფრო მკაცრი იყოს. მან პირობა დადო, რომ პედოფილებს 30 წლით ციხეში ჩასვამს, სადაც  მათ კასტრაცია  ჩუტარდება, გარდა ამისა, საქართველოს დედაქალაქად სოხუმს გამოაცხადებს, პარლამენტს კი ცხინვალში გადაიტანს. 

საპრეზიდენტო არჩევნებზე სულ უფრო ნაკლები კონკურენტი რჩება

გარკვეული დაპირებები აქვს ოპოზიციური პარტიების გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ კანდიდატ  გრიგოლ ვაშაძეს. იგი  პოლიციელებსა და მასწავლებლებს ხელფასების მომატებას და 2012 წლის ვალუტის კურსის მიხედვით კრედიტების დაფარვას  დაჰპირდა. სწორედ 2012 წელს ვაშაძემ და მისმა მომხრეებმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ქვეყნის მმართველობის სადავეები დაკარგეს.

ევროპაში ახალგაზრდების სწავლის დაფინანსება, არალეგალი მიგრანტების დახმარება და ადამიანის უფლებების დაცვა – ასეთია პარტია „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ კანდიდატ დავით ბაქრაძის დაპირება.

ყველასთვის და ყველაფერში  დახმარებას არ აპირებს პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – „გირჩის“ პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე. მის გეგმებში ნარკოტიკების მოხმარებისთვის ყველა ბრალდებულის შეწყალება, სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება და მინისტრების შემოსავლების კონტროლი.

იქნება კი შედეგი

გასაგებია, რომ თითოეული კანდიდატი ამომრჩევლის გულის მოგერიებას ცდილობს. მაგრამ რამდენად დამაჯერებელია მათი  დაპირებები, 28 ოქტომბრის შემდეგ გახდება ცნობილი. მით უმეტეს, საქართველოში უკვე ყველასთვის ცნობილია, რომ მომავალ პრეზიდენტს უფლებამოსილებები შეზღუდული ექნება. 

ილია მეორე სასულიერო პირებს: თავი შეიკავეთ არაკორექტული განცხადებებისგან

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი მთავარსარდალი და სახელმწიფოს მეთაური იქნება, ყველა მისი გადაწყვეტილება, გარდა მოქალაქეობის მინიჭებისა, ვეტოს უფლებისა და მსჯავრდებულთა შეწყალებისა, მმართველ პარტიასთან და მთავრობასთან შეთანხმებული უნდა იყოს.

ასე, რომ ხალხის რჩეული არჩევანის წინაშე დადგება –  ან აქტიურად ითანამშრომლებს მმართველ პარტიასთან და მის პოლიტიკას გაატარებს, ან წინააღმდეგ  წავა და მუდმივი კრიტიკის საგანი გახდება. როგორი იქნება ახალი პრეზიდენტი, დრო გვიჩვენებს, მანამდე კი მოსახლეობას მაინც მოუწევს წინასაარჩევნო კამპანიის ეპიცენტრში ყოფნა  და არჩევანის გაკეთება.