გილოცავ ძმაო!: კახა კალაძემ ბერა ივანიშვილს გაბედნიერება მიულოცა

ცნობილი  რეპერი  ბერა ივანიშვილი და ნანუკა  გუდავაძე თაფლობის თვეს პარიზში ატარებენ
Sputnik

თბილისი,  23 სექტემბერი  — Sputnik.  ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შვილსა და ქართველ რეპერს ბერა ივანიშვილს თბილისის  მერმა კახა კალაძემ ნიშნობა მიულოცა.

ამ დღეებში 23 წლის ბერა თავის რჩეულთან, ნანუკა გუდავაძესთან ერთად რომანტიულ მოგზაურობაში პარიზში გაემართა, სადაც კახა კალაძესა და მის მეუღლეს, ანუკი არეშიძეს შეხვდნენ.

კალაძემ ბერას გაბედნიერება ვირტუალურადაც მიულოცა და პარიზში ერთად  გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. 

„გილოცავ, ძმაო! საუკეთესო სურვილებით!“, წერს კახა კალაძემ Instagram–ზე. 

იმის შესახებ, რომ 23 წლის ბერა ივანიშვილი სასურველი სასიძოების სიას გამოაკლდა, ამ დღეებში გახდა ცნობილი, როდესაც რეპერმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო წარწერით And she said yes (და მან თქვა "კი"). 

ბერას რჩეულის პორტრეტი: ვინ მოიყვანა ცოლად საქართველოს ყველაზე მდიდარმა საქმრომ

ამჟამად დანამდვილებით არავინ იცის, ბერა და ნანუკა დაინიშნენ თუ უკვე დაქორწინდნენ. ჟურნალისტებმა წყვილი დააქორწინეს ჯერ კიდევ 2018 წლის გაზაფხულზე, მაგრამ მაშინ არც ბერას, არც ნანუკას რაიმე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ. პარიზში ერთად გადაღებული ფოტოს გამოქვეყნება კი ერთგვარად იმაზე მეტყველებს, რომ ახალგაზრდებმა ქორწინება დაარეგისტრირეს. 


პირველი, რაც გახდა ცნობილი ბერა ივანიშვილის რჩეულის შესახებ, არის ის, რომ იგი ყოფილი მოდელი და ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია. საინფორმაციო საშუალებები წერენ, რომ 14 წლის ასაკში ის დიზაინერ ბიჭოლას ბრენდის სახე გახდა. ამჟამად გოგონას მოდის ბლოგერს უწოდებენ. ნანუკა გუდავაძეზე ასევე წერენ, რომ ის საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტნის მერაბ შარიქაძის ყოფილი შეყვარებულია.

ბერა მრავალი სიმღერის ავტორი და შემსრულებელია. ის კონცერტებს არ მართავს, მაგრამ თავის შემოქმედებას ინტერნეტში აქვეყნებს. ყველა მის ვიდეოს მილიონობით მნახველი ჰყავს. 2010 წლიდან მუსიკოსს აქვს საკუთარი ხმის ჩამწერი სტუდია სახელწოდებით Dream.