გაეროს გენერალურმა მდივანმა ირანში ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამად ჯავად ზარიფის განცხადებით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება ტერორიზმის რეგიონულ სპონსორებს
Sputnik

თბილისი,  23 სექტემბერი  — Sputnik.  გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ირანის სამხრეთში სამხედრო აღლუმის დროს მომხდარი ტერაქტის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა, იუწყება РИА Новости ორგანიზაციის პრეს–ოფისის უფროსზე დაყრდნობით. 

ირანში ტერაქტის დროს 24 ადამიანი დაიღუპა, 53 დაიჭრა

„გენერალური მდივანი გმობს ირანის სამხრეთში ქალაქ აჰვაზში  სამხედრო აღლუმის დროს მომხდარ  თავდასხმას, რომლის მსხვერლიც მრავალი ადამიანი, მათ შორის ბავშვები გახდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

 გუტერეში სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს, მთავრობას და ირანელ ხალხს.

„მისი სურვილია დაშავებულთა უმოკლეს ვადაში გამოჯანმრთელება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქალაქ აჰვაზში ტერაქტი ირანის სამხრეთში სამხედრო აღლუმის დროს შაბათ დილით მოხდა. უცნობმა პირებმა ცეცხლი პირდაპირ პარადის მსვლელობის დროს გახსნეს. დაშავებულებს შორის ქალები და ბავშვები არიან. მოლო ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა 28 ადამიანს მიაღწიეს, დაშავებულთა რაოდენობამ კი 60–ს მიაღწია. როგორც სააგენტო IRNA იუწყება, ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო დაჯგუფებამ „პატრიოტული არაბული დემოკრატიული მოძრაობა აჰვაზში“, რომელიც საუდის არაბეთთან არის კავშირში.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, მოჰამად ჯავად ზარიფის განცხადებით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ტერორიზმის რეგიონულ სპონსორებსა და მათ ამერიკელ ინსტრუქტორებს“.