ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში: დაშავებულია 20 წლის ახალგაზრდა

დაშვებულს ამ დროისთვის  ოპერაცია უტარდება.
Sputnik

თბილისი,  23 სექტემბერი  — Sputnik.  ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგიწმინდასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

თვითმხილველების განცხადებით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილის  მძღოლმა, რომელსაც 20 წლის  მამაკაცი მართავდა,  საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. 

თურქეთში ავარიის შედეგად საქართველოს 11 მოქალაქე დაშავდა

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ახალციხის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების  განცხადებით, დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა,  მას სხეულის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება  და  ამ დროისთვის ოპერაცია უტარდება.

მომხდარ  ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან  თავისუფლების აღკვეთით  სამ წლამდე ვადით.