აჭარაში ეკლესიისა და მეჩეთის გაქურდვის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს

ბრალდებულმა ეკლესიაში ფანჯრიდან შეაღწია და შესაწირავის ყუთებში არსებული თანხა მოიპარა.
Sputnik

თბილისი,  23 სექტემბერი  — Sputnik.  შსს–ს თანამშრომლებმა ხულოში ეკლესიისა და მეჩეთის გაქურდვის ფაქტები გახსნეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ექვსი შეიარაღებული პირი ბაზარში ოთხ ადგილობრივს  ფიზიკურად გაუსწორდა

სამართალდამცველებმა ოპერატიულ–საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად საქართველოს 51 წლის მოქალაქე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრია პირველწოდებულის ეკლესიების გაქურდვის ფაქტზე ხულოში  დააკავეს.

 გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ეკლესიაში ფანჯრიდან შეაღწია და შესაწირავის ყუთებში არსებული თანხა მოიპარა. სამართალდამცველებმა იგი  მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

გარდა ამისა, პოლიციამ ხულოს რაიონის სოფელ ბეღლეთში არსებული მეჩეთიდან თანხის და ნოუთბუქის მოპარვის ფაქტზე საქართველოს 19 წლის მოქალაქე დააკავა.

 გამოძიება ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც  სამიდან ხუთ  წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.