კონტრაბანდა საქართველოში - ამოღებულია 5 ათას კოლოფამდე თამბაქოს ნაწარმი

ამოღებული უაქციზო საქონლის საერთო ღირებულება 20 ათას ლარს აღემატება.
Sputnik

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა სამეგრელოს, ქვემო ქართლის, კახეთისა და აჭარის რეგიონებში კონტრაბანდის ოთხი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები რეალიზაციის მიზნით  სხვადასხვა დასახელების 4 ათასზე მეტი კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ახდენდნენ. კახეთის რეგიონში ამოღებულია ე.წ. ელექტრო სიგარეტის IQOS-ისთვის  განკუთვნილი HEETS-ის ფირმის 800 კოლოფი თამბაქოს  ნაწარმი.

მწეველებს გაუხარდებათ: რა სიახლეებს ამზადებს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტი

ამოღებული უაქციზო საქონლის საერთო ღირებულება 20 ათას ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით („მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა"), რაც 4-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.