ნინოწმინდაში სლოტ-კლუბიდან 5 ათასი ლარი გაიტაცეს

კლუბში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და თანამშრომლებს იარაღით ემუქრებოდა.
Sputnik

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. ნინოწმინდაში ნიღბიანმა მამაკაცმა სლოტ-კლუბი დააყაჩაღა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

გორში 84 წლის მოხუცი შვილმა და შვილიშვილმა სცემეს და ნაგროვები პენსია წაართვეს

შემთხვევა დღეს გამთენიისას მოხდა. კლუბში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით შეიჭრა და თანამშრომლებს იარაღით ემუქრებოდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კლუბიდან წაღებულია 5 ათასი ლარი.

დამნაშავის დაკავების მიზნით, ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით („ყაჩაღობა“), რაც 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.