ქართველი ჩოგბურთელი საფრანგეთის ტურნირზე მეოთხედფინალში გავიდა

ნახევარფინალში გასასვლელად ბასილაშვილი მსოფლიო კლასიფიკაციის მე-12 ნომერს დაუპირისპირდება.
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (31-ე ნომერი АТР-ს რეიტინგში) დაძაბულ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა და საფრანგეთის ქალაქ მეცში АТР 250 – Moselle Open-ის სერიის მიმდინარე ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა.

ქართველი ჩოგბურთელი საფრანგეთში ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა

მეორე წრის შეხვედრაში ქართველმა ჩოგბურთელმა კორტის მასპინძელი უგო უმბერტი (108) სამ სეტში დაამარცხა - 6:7, 7:6, 6:3. მატჩი ორ საათაზე მეტხანს გაგრძელდა.

ნახევარფინალში გასასვლელად ბასილაშვილი მსოფლიო კლასიფიკაციის მე-12 ნომერს, იაპონელ კეი ნისიკორის დაუპირისპირდება, რომელმაც გერმანიის წარმომადგენელ პიტერ გოიოვჩიკს ორ სეტში სძლია - 7:6, 6:3.

მეცის ტურნირი 23 სექტემბრამდე გაგრძელდება. მისი საპრიზო ფონდი 200 ათას ევროზე მეტია.