მცხეთელი ძმების ქართული საქმე – უსასუქო სალათის ფურცლები და მისი სასარგებლო თვისებები

სანამ საქართველოში ძმები ვალიშვილების წამოწყებულ საქმიანობაზე მოგახსენებდეთ, იმ პროდუქტის სარგებელსაც შეგახსენებთ, რასაც ისინი აწარმოებენ.
Sputnik

მეცნიერებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და ნორმალური ნივთიერებათა ცვლის პროცესისთვის კვების რაციონში ესაჭიროება გარკვეული რაოდენობით მწვანე სალათი, რომელიც ვიტამინებით მდიდარია. უფრო კონკრეტულად, მწვანე სალათის ფოთლები დიდი რაოდენობით K ვიტამინს, კალციუმს, უჯრედისებს, ფოლიუმის მჟავას, მინერალურ ნივთიერებებს და მცირე რაოდენობით კალორიებს შეიცავს. მისი სამკურნალო ეფექტი დაფუძნებულია უჯრედისის იმ თვისებაზე, რომელიც ასტიმულირებს ნაწლავების მოქმედებას და ხელს უწყობს ნაღვლის ბუშტის ნორმალურ მოქმედებას. კარგია სალათის ფოთლები მათთვისაც, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს.  სასარგებლოა სალათის ფოთლები ორსულობის პერიოდში.

თუ ჯანმრთელობისთვის სალათის ფურცლების აუცილებლობაში უკვე დარწმუნდით, მაშინ თქვენთვის მორიგი ინფორმაციაც სასარგებლო იქნება. მცხეთის რაიონის სოფელ ძალისში ძმები დავით და ლევან ვალიშვილები უკვე ერთი წელია, რაც სალათის ფოთლების მოყვანით არიან დაკავებული და მათ ქართულ ბაზარზე წარმატებით ჰყიდიან. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად შპს „ქართული ბოსტნეულის“ დირექტორს ლევან ვალიშვილს გავესაუბრეთ.

მცხეთელი ძმების ქართული საქმე – უსასუქო სალათის ფურცლები და მისი სასარგებლო თვისებები

– ბატონო ლევან, რატომ შეაჩერეთ არჩევანი ამ კულტურაზე?

– ალბათ, პირველ რიგში იმიტომ, რომ ბიზნესის თვალსაზრისით ძალიან მარტივი და მომგებიანია, თანაც, დღევანდელი ბაზრის მოთხოვნილებაც ამ პროდუქტზე გაზრდილია და დღითიდღე იმატებს. საქართველოში სალათის ფურცლების მხოლოდ ოთხი დისტრიბუციაა და ჩვენც მათ შორის ვართ. ჩვენი საქმე ოფიციალურად 2017 წლის ივნისში დავარეგისტრირეთ. მანამდე გვქონდა ხუთი სათბური, რომელთა მშენებლობა 2016 წელს დავიწყეთ. დღეს მთლიანობაში გვაქვს 8 000 კვადრატული მეტრი სათბური, სადაც მთლიანად სალათის ფურცლები მოგვყავს. მართალია, დიდი ტერიტორია არ არის, მაგრამ მენეჯერი საკმაოდ გამოცდილი გვყავს. მომავალი წლიდან საქართველოშივე შევძლებთ საქმიანობის გაფართოებას, საამისოდ კონსტრუქციები უკვე მზად გვაქვს. მთავარია, პროდუქცია გვქონდეს, მისი რეალიზაცია კი არ გაგვიჭირდება.

მცხეთელი ძმების ქართული საქმე – უსასუქო სალათის ფურცლები და მისი სასარგებლო თვისებები

– რამდენად რთული მოსავლელია ეს კულტურა და რას იყენებთ მის მოსავლელად?

– თქვენ წარმოიდგინეთ, სხვა მცენარეებს შორის სალათის ფურცლები ყველაზე მარტივი მოსავლელია. ქიმიურ დანამატებს, შხამ-ქიმიკატებს ან მცენარის ე.წ. გასაზრდელ საშუალებებს არაფერს ვიყენებთ. ერთადერთი, რითიც ვსარგებლობთ, მატლის, ბოსტანას საწინააღმდეგო საშუალებაა, რასაც შხამ-ქიმიკატს ნამდვილად ვერ ვუწოდებ. სალათის ფურცლები ბუნებრივად, ნაკელის სასუქით მოგვყავს. მის მოსავლელად სათბურში მხოლოდ სამი ადამიანია გამოყოფილი, დანარჩენები ყუთებში მათ ჩალაგებას უზრუნველყოფენ.

მცხეთელი ძმების ქართული საქმე – უსასუქო სალათის ფურცლები და მისი სასარგებლო თვისებები

– სად შეგაქვთ თქვენ მიერ წარმოებული სალათის ფურცლები, სად ახორციელებთ დისტრიბუციას?

– ჩვენი ობიექტები, ძირითადად, ვაკე-საბურთალოს ქსელებია, სადაც ყურადღება სალათის ფურცლებს ექცევა. ისინი შეგვაქვს ბარებში, რომლებიც პრესტიჟულად ითვლება. პერსპექტივაში გვაქვს, რომ შევიტანოთ „კარფურისა“ და „გუდვილის“ ქსელების მაღაზიებში. იმედი მაქვს, რომ მომხმარებელი ჩვენ პროდუქციას დადებითად შეაფასებს, რისთვისაც ვეცდებით, რომ ყოველთვის ხარისხიანი სალათის ფურცლები მივაწოდოთ. ასე რომ, იკვებეთ ამ სასარგებლო, ქართული პროდუქციით და იზრუნეთ თქვენ ჯანმრთელობაზე.