ბურჯანაძე სანქტ-პეტერბურგში ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე მონაწილეობს ფორუმში, რომელზეც ხუთშაბათს სიტყვით ვლადიმირ პუტინი გამოვიდა.
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე სანქტ-პეტერბურგში იმყოფება, სადაც ევრაზიის ქალთა მეორე ფორუმში მონაწილეობს.

„არჩევნები ბურჯანაძის გარეშე ჩატარდება - ვინ გახდება პრეზიდენტი, ოქტომბერში გაირკვევა">>

ინფორმაცია ბურჯანაძის გამგზავრების შესახებ მის პრეს-სამსახურს არ გაუვრცელებია. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც კრემლის ვებ-გვერდზე ფორუმის კოლექტიური ფოტო გამოქვეყნდა, რომელზეც ჩანს ბურჯანაძე, ასევე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.

ფორუმის პლენარულ სხდომაზე პუტინი სიტყვით ხუთშაბათს გამოვიდა. ფორუმი და პლენარული სხდომა „ქალები გლობალური უსაფრთხოებისა და მდგრადი განვითარებისთვის" 19 სექტემბერს გაიხსნა და 21 სექტემბერს დასრულდება.

ფორუმი პირველად 2015 წლის ოქტომბერში გაიმართა. ბურჯანაძე ფორუმში მაშინაც მონაწილეობდა.